მთავარიხშირად დასმული კითხვები
  • გუნდის დასარეგისტრირებლად საჭიროა ონლაინ რეგისტრაციის გავლა ლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.betlivebasketball.com). რეგისტრაციის შემდეგ, გუნდი ვალდებულია წარმოადგინოს დადგენილი ფორმით შედგენილი განაცხადი (რომელიც შეიცავს გუნდის დასახელებას, ლოგოს, მოთამაშეთა სახელს, გვარს, პირველ ნომერს, სათამაშო პოზიციას და საკონტაქტო ინფორმაციას). განაცხადში მინიმუმ 10 და არაუმეტეს 15 მოთამაშე და 1 ოფიციალური პირი უნდა იყოს შეყვანილი. საბოლოო დადასტურებისთვის გუნდმა ლიგისგან ოფიციალური პასუხი უნდა მიიღოს (ლიგა იტოვებს უფლებას, უარი თქვას რეგისტრაციაზე შესაბამისი განმარტების გარეშე).

  • ლიგაში არის ორი ძირითადი დივიზიონი (A და B), სადაც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 2004 წლის 31 დეკემბრამდე დაბადებულ პირებს:

    • მონაწილეობის შეზღუდვები: A და B დივიზიონებში თამაში ეკრძალებათ სუპერლიგის (უმაღლესი ლიგის) ბოლო სეზონის მოთამაშეებსა და ა-ლიგის მოქმედ კალათბურთელებს.

    • B დივიზიონის თავისებურება: აქ დაიშვებიან მხოლოდ მოყვარული კალათბურთელები. გამონაკლისის სახით, დასაშვებია 45 წელს გადაცილებული არაუმეტეს 2 ვეტერანი მოთამაშე თითოეულ გუნდში. B დივიზიონში კატეგორიალურად იკრძალებიან ეროვნული, ასაკობრივი ნაკრებების, სუპერლიგის, ა-ლიგის ან უცხოეთის პროფესიონალური ჩემპიონატების ყოფილი მოთამაშეები.

    • უცხო ქვეყნის მოქალაქეები: განაცხადში უცხოელის დამატებისას ლიგას წინასწარ უნდა მიეწოდოს ინფორმაცია განხილვისა და დასტურისთვის.

    • თანხა და ვადა: ლიგაში მონაწილეობის საწევრო თანხა შეადგენს 3800 ლარს, რომელიც ტურნირის დაწყებამდე არაუგვიანეს 10 კალენდარული დღით ადრე უნდა ჩაირიცხოს ა(ა)იპ „სამოყვარულო ლიგის“ ოფიციალურ საბანკო ანგარიშზე.

    • მოქნილი მიდგომა: მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური ვადა დებულებით არის განსაზღვრული, ჩვენი მიდგომაა, რომ თითოეულ დაინტერესებულ გუნდს მივცეთ ფინანსური კომფორტი. ჯამური ღირებულება მარტივად შეიძლება დაიყოს რამდენიმე ნაწილად და დაიფაროს სეზონის განმავლობაში, ინდივიდუალური შეთანხმებით.

  • გუნდის მხრიდან სავალდებულო მოთხოვნებია:

    • ფორმა და ეკიპირება: გუნდს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საკუთარი სათამაშო ფორმის ორი ეგზემპლიარი — ღია და მუქი ფერის. მაისურებზე ნომრები (0-დან 99-მდე) და უკანა მხარეს (ნომრის ზემოთ) ქართული გვარები მკაფიოდ უნდა იყოს დატანილი.

    • სამედიცინო ჩანთა: თითოეულმა გუნდმა ადგილზე უნდა იქონიოს პირველადი სამედიცინო დახმარების ჩანთა.

    • მინიმალური შემადგენლობა: თამაშის დასაწყებად მოედანზე გუნდის შემადგენლობაში მინიმუმ 7 მოთამაშე უნდა იმყოფებოდეს.

  • დიახ, შესაძლებელია გარკვეული წესებით:

    • ახალი მოთამაშის დასამატებლად გუნდმა წერილობით უნდა მიმართოს ლიგას მატჩამდე მინიმუმ 4 კალენდარული დღით ადრე და დაელოდოს ოფიციალურ დასტურს.

    • პლეი-ოფის დაწყებამდე, ადგილების არსებობის შემთხვევაში, გუნდებს აქვთ უფლება ურთიერთმოლაპარაკებით არაუმეტეს 2 მოთამაშე გაცვალონ ან დაიმატონ (ასევე ლიგის ოფიციალური წერილობითი თანხმობით).

    • პლეი-ოფის დაწყების შემდეგ ყოველგვარი ტრანსფერი და მოთამაშის დამატება მკაცრად იკრძალება.