საქართველოში კალათბურთის სამოყვარულო ლიგის ახალი, 2026-2027 წლების სეზონი იწყება. ლიგის პროექტი ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო და მას შემდეგ რეგულარულად ტარდება. წლების განმავლობაში ის სამოყვარულო კალათბურთის მოყვარულთა ერთ-ერთ მთავარ სარბიელად იქცა, წელს კი ისტორიაში უკვე მე-12 სეზონი ტარდება. პროექტში ტრადიციულად 300-დან 400-მდე მონაწილეა ჩართული, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს კალათბურთის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას.
ჩემპიონატი ორ დივიზიონად ტარდება — ლიგის ისტორიაში რეკორდული მონაწილეებით
ტურნირის ფარგლებში ჩემპიონატი კვლავ ორ ჯგუფად — A და B დივიზიონებად იმართება. წელს ლიგის ისტორიაში რეკორდული რაოდენობის, ჯამში 23 გუნდი მონაწილეობს:
A დივიზიონში ასპარეზობს 7 გუნდი;
B დივიზიონში კი 16 გუნდი მონაწილეობს.
მატჩები ტრადიციულად ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემიაში იმართება. მაყურებელს შეეძლება მატჩების პირდაპირ ეთერში თვალის დევნება ლიგის ოფიციალურ YouTube არხზე, სადაც ლაივ ტრანსლაცია განხორციელდება. ყოველი ტურის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება დეტალური სტატისტიკა და გამოვლინდებიან ტურის საუკეთესო მოთამაშეები. გარდა ამისა, სეზონის განმავლობაში სპეციალური მეთოდით მიმდინარეობს მოთამაშეების შეფასება, რის საფუძველზეც სეზონის ბოლოს საუკეთესო მოთამაშე გამოვლინდება.
ლიგის მხარდამჭერები, გენერალური სპონსორი და ახალი პარტნიორები
სამოყვარულო ლიგის გენერალური სპონსორია კომპანია betlive, ხოლო ოფიციალური მხარდამჭერები არიან სპორტის სამინისტრო, კალათბურთის ეროვნული ფედერაცია და თბილისის მერია. აღსანიშნავია, რომ წელს ლიგას ახალი პარტნიორებიც შემოუერთდნენ — კომპანია JET და კომპანია Hubs.ge.
ლიგის მიმდინარეობისა და სიახლეების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ოფიციალურ ვებგვერდს (betlivebasketball.com) ან ოფიციალურ სოციალურ ქსელებს (Facebook, TikTok, Instagram — betlive_basketball).

