არ გამოტოვო არცერთი მატჩი – ადევნე თვალი betlive კალათბურთის სამოყვარულო ლიგას პირდაპირ ეთერში!
betlive კალათბურთის სამოყვარულო ლიგის ახალი სეზონი სრული დატვირთვით მიმდინარეობს. მოედანზე გამართული თითოეული შეხვედრა გამოირჩევა მაღალი ინტენსივობით, დაძაბული ფინალითა და დაუვიწყარი ემოციებით.
იმისათვის, რომ გულშემატკივარმა არცერთი მნიშვნელოვანი მომენტი არ გამოტოვოს, ტურნირის ყოველი ტურის ყველა მატჩი პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ნებისმიერ მსურველს, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, აქვს შესაძლებლობა თვალი ადევნოს საკუთარი ფავორიტი გუნდებისა და მოთამაშეების ასპარეზობას რეალურ დროში.
ლაივ ტრანსლირებას უზრუნველყოფს ლიგის ოფიციალური YouTube არხი, სადაც თამაშების პირდაპირი ეთერების გარდა, შეგიძლიათ იხილოთ მატჩების ჩანაწერები და გამორჩეული მომენტები.

ჩაერთე თამაშში, გამოიწერე ჩვენი ოფიციალური YouTube არხი და ადევნე თვალი ლაივებს:


